მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელმა “პიელ ნატურალსმა” შოკოლადის წარმოება დაიწყო

61b37ad0da4bf
მარიამ იზორია
12.12.21 13:30
2316
100%-ით ნატურალური თავის მოვლის საშუალებების ბრენდმა „პიელ ნატურალსმა“ წარმოებას ჯანსაღი შოკოლადის ხაზი დაამატა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი თამარ ლომაძე bm.ge-სთან აცხადებს, შოკოლადი სწორედ იმ ინგრედიენტებით იქმნება, რომელსაც კომპანია თავის მოვლის საშუალებების დასამზადებლად იყენებს. ამას გარდა, კომპანიამ 2021 წელს გაფართოებაც მოახერხა და თუ წლის დასაწყისში სამი ფილიალი ჰქონდათ, ახლა “პიელ ნატურალსი” ჯამში ცხრა ფილიალს აერთიანებს. 

“იმის მიუხედავად, რომ პანდემიაა, ჩვენ გავფართოვდით, და უკვე ცხრა ლოკაციაზე ვართ წარმოდგენილი, გარდა ამისა, ტურისტული მიმოსვლის გააქტიურებამ ჩვენი ბრენდის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა და ამან უცხოელი პარტნიორების დაინტერესება გამოიწვია, ამ დროსითვის საექსპორტო მოლაპარაკებებს დუბაიში, კამერუნსა და ირანში ვაწარმოებთ, აზიის ქვეყნებთან ერთად დაინტერესება ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც გვაქვს, ამიტომ 2022 წელს ჩვენს სრულ ენერგიას ამ ქვეყნებში გასვლისკენ მივმართავთ” - აღნიშნავს “პიელ ნატურალსის” დამფუძნებელი.

ცნობისთვის, “პიელ ნატურალსმა” წარმოება მხოლოდ კაკაოს კარაქით დაიწყო, ახლა კი ბრენდს 350-მდე დასახელების პროდუქტი აქვს, მათ შორის ენდემური ღვინის ხაზი, რომელიც კომპანიისთვის საბაზისო ხაზი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები