ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ არხის ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.
„ჩვენს თანამშრომელს კორონა დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო ცნობილია. ესაა ოჯახური კონტაქტი, უკვე დავუკავშირდით ამირან გამყრელიძეს და ველოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. იმედია, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება“, - წერს გრიგოლია.