მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უახლოეს პერიოდში მთავრობა სახელმწიფო საწარმოების სტრატეგიას დაამტკიცებს - დავითაშვილი

624708b7367a3
მარიამ ვარადაშვილი
01.04.22 20:42
657
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში მთავრობა სახელმწიფო საწარმოების სტრატეგიას დაამტკიცებს.

“უახლოეს ხანში საქართველოს მთავრობა სტრატეგიას დაამტკიცებს, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე საწარმოში რეფორმას განვახორციელებთ. ამ რეფორმის ფარგლებში ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის [OECD] მმართველობის საუკეთესო პრინციპების დანერგვას მოვახერხებთ. იცით, რომ საპილოტე პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ელექტროსისტემაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები. პრივატიზაცია ახსენეთ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია განსაზღვროთ სტრატეგიული ინფრასტრუქტურა და გარკვეული პრიორიტეტები გამოვყოთ, სადაც სახელმწიფოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია. სხვა შემთხვევაში მივცეთ საშუალება, რომ ინვესტორი კერძო სექტორი იყოს და მოვახერხოთ დარჩენილი საწარმოების სრულად პრივატიზება”,-აცხადებს დავითაშვილი.

ეკონომიკის მინისტრი ასევე ფიქრობს, რომ სახელმწიფო საწარმოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა უნდა გაუმჯობესდეს.