მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ველით, დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი და საჭირო რეფორმები უფრო მეტად გატარდეს“

615994ed89c20
თამთა ჯიჯავაძე
03.10.21 15:46
656
"მე მსურს, მთელი გულით მივულოცო საქართველოს მოსახლეობას, რადგან არჩევნებზე იყო მაღალი აქტიურობა. თქვენ გამოიყენეთ თქვენი დემოკრატიული უფლება, აგერჩიათ თქვენთვის სასურველი კანდიდატი. ეს ცხადყოფს იმას, რომ თქვენ გსურთ თქვენი ხმა იყოს გაჟღერებული და ეს აისახოს იმაზე, რომ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს", - ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მიშელ გალერმა განაცხადა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„ჩვენ ვხედავთ საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის და ნატოს ნაწილი. გასული წლები თქვენი ქვეყნისთვის ძალიან რთული გახლდათ, არამხოლოდ პანდემიის, არამედ დიდხნიანი პოლიტიკური დაპირისპირების გამო, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ეფექტიანად მართული, რამაც სიტუაცია გაამწვავა.

თავისუფალი და კონკურენტული გარემოს არარსებობა ხელს უშლის კანდიდატებს იმოქმედონ თანაბარ გარემოში, ეს უკავშირდება ასევე შესაბამის უწყებებს, რომ დაშინების და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ფაქტები გამოიძიონ ეფექტიანად, ასევე არ უნდა მოხდეს დაუსჯელობის სინდრომის გაგრძელდება. ეს არის საკითხები, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს. ვისურვებდით, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდშიც მთავრობამ და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გაითვალისწინოს ამ საკითხების მოგვარება მშვიდობიან გარემოში“, - განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ პოლიტიკური კრიზისის დასრულებას ელიან.

„ველით, დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი და საჭირო რეფორმები უფრო მეტად გატარდეს.  ჩვენი დელეგაცია დადებს პირველად შედეგებს და დასკვნებს, რომლებიც უკავშირდება არჩევნების სადამკვირვებლო მისიას“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები