მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1-ელი ივლისიდან, სესხის გამცემ ორგანიზაციებს ₾1 მილიონამდე სესხის მხოლოდ ლარში გაცემა შეეძლებათ

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი 1,000,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება სესხის გამცემი ორგანიზაციებიდანაც შეუზღუდა - შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა. აღნიშნული შეზღუდვა სებ-მა ბანკებს 6 მაისს დაუდგინა ახლა კი ის სესხის გამცემ ორგანიზაციებზეც გავრცელდა.

აქამდე მოქმედი ლიმიტით, სავალუტო დაკრედიტების ლიმიტი არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის 750,000 ლარს შეადგენდა.

"სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით.

სესხების/საბანკო კრედიტების გადასახდელად საკმარის შემოსავალს მსესხებელი სრულად იღებს სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში. შემოსავალი ჩაითვლება სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში მიღებულად, თუ შემოსავლის წყარო სესხის/საბანკო კრედიტის ვადიანობის განმავლობაში არ არის მგრძნობიარე გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ და მისი წარმოშობის წყარო დაკავშირებულია ისეთ ქვეყანასთან, რომელშიც სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტა არის ეროვნული ვალუტა. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხის/საბანკო კრედიტის შემთხვევაში, სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურებით განსაზღვრული სესხის/საბანკო კრედიტის მომსახურების ჯანსაღი კოეფიციენტი სრულად დაცული უნდა იყოს სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტაში არსებული შემოსავლით,"- ნათქვამია სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებაში.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი ბოლოს 2025 წლის 1 აგვისტოს გაზარდა 750,000 ლარამდე, იქამდე კი 2025 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე 500,000 ლარის ზღვარი მოქმედებდა. 2024 წელს კი ეს ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა, შესაბამისად დღეს მიღებული გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ნაწილია და ის ზღვრის კიდევ 250,000 ლარით ზრდას მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები