მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1-ელი ოქტომბრიდან შიდა ავიარეისებზე ბილეთების ფასი ალბათ შეიცვლება - “აკეარ ჯორჯია”

62dbd66947965
თათია კაკიაშვილი
25.07.22 10:14
959
“ჩვენი კონტრაქტი მთავრდება 2022 წლის 30 სექტემბერს, 1 ოქტომბრიდან რა იქნება, არ ვიცით. ის ფასები, რაც გვქონდა, ალბათ შეიცვლება,” - ამის შესახებ “აკეარ ჯორჯიას” ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როცა კომპანიამ ოპერირება დაიწყო, დოლარის კურსი 2.22 ლარი იყო და ბილეთები 90, 50 და 125 ლარი ღირდა. ამ ეტაპზე კომპანიას იმის დაზუსტება, შემოდგომაზე ბილეთის ფასი შენარჩუნდება თუ არა ძველ ნიშნულზე, უჭირს. შეგახსენებთ, “აკეარ ჯორჯია" შიდა ფრენებს ახორციელებს.

“სახელმწიფო შესყიდვაა გამოცხადებულია ფასი, თუ შემსყიდველის მხრიდან რაიმე ცვლილება გატარდება, ფასი შეიცვლება, ჩვენ ფასს ვერ ვცვლით. ეკონომიკის სამინისტროში ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც 7-8 ავიაკომპანია ვიყავით, გაჟღერდა, რომ რეზიდენტისა და არარეზიდენტებისთვის ფასი დიფერენცირებული იყოს, ვინაიდან ეს ადგილობრივი მთის მოსახლეობის მობილობისთვისაც საკმაოდ სერიოზული შეღავათია. ამბროლაურის და მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას შიდა მობილობისთვის მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდება. თუ სატენდერო ფასი, რასაც სახელმწიფო გამოაცხადებს, დღევანდელ რეალობასთან ახლოს იქნება, ჩვენ გვაქვს ინტერესი და ვემზადებით კიდეც ტექნიკურად. ჩვენ ტექნიკა მხოლოდ ამ მიზნებისთვის შევიძინეთ,” - განაცხადა ირინა მღებრიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები