1 მაისიდან დანია ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებიდან ჩასულ აცრილ მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის ნებას დართავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, დაინფიცირების დაბალი მაჩვენებლის მქონე ევროკავშირის ან შენგენის ზონის ქვეყნებიდან დანიაში შესვლას კოვიდ-19-ზე აღებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენისა და კარანტინის გავლის გარეშე იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ სრულად აცრილნი იქნებიან.
ქვეყანამ საზღვრების გახსნა 12 აპრილიდან ეტაპობრივად დაიწყო.
ცნობისთვის: დანიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 238 869 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელებულია 228 007 პაციენტი. ვირუსმა 2 446 ადამიანი იმსხვერპლა.