მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

10 მთავარი საექსპორტო ქვეყნიდან ხუთში ექსპორტი შემცირდა

5e9eb2391eeb4
შოთა ტყეშელაშვილი
21.04.20 12:46
1427
საქსტატმა დღეს 2020 წლის იანვარ-მარტის ექსპორტის დეტალური სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ამ პერიოდში საქართველოდან უცხოეთში საქონლის ექსპორტი $778.2 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 5.9%-ით ნაკლებია, ხოლო იმპორტი კი 1.4%-ით შემცირდა და მან $1.99 მილირდი დოლარი შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის პირველ კვარტალში საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნიდან ხუთში ექსპორტი შემცირდა, უფრო დეტალურად ექსპორტის სტატისტიკა ასეთია:

1. აზერბაიჯანი - $121.8 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 42.6%;
2. ჩინეთი - $99.9 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 185%;
3. რუსეთი - $91.2 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 32%;
4. ბულგარეთი - $83.4 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 22.5%;
5. თურქეთი - $53.9 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 5.8%;
6. უკრაინა - $52.7 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 14.8%;
7. სომხეთი - $45.9 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 28.2%;
8. შვეიცარია - $21.4 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 33.1%;
9. აშშ - $18.8 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 53%;
10. ესპანეთი - $16.5 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 222.6%;

დანარჩენი ქვეყნები – $172.3 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 33%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები