მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 წელში VZP კომპანიების მიერ საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები 4 000%-ით გაიზარდა - ასოციაცია

ვზპ კომანიები

საქართველოში ვირტუალური ზონის კომპანიების რაოდენობა იზრდება და ძლიერდება მათი ეკონომიკური გავლენაც. დარგობრივი ასოციაციის ინფორმაციით, 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია ამ სტატუსის მქონე 1275 კომპანია.

ვირტუალური ზონის პირის" სტატუსი შეუძლიათ მიიღონ კომპანიებმა, რომლებიც საქართველოდან უცხოელი მომხმარებლებისთვის ახორციელებენ გარკვეული ტიპის IT სერვისებს. სტატუსის მიღების შემდეგ ეს კომპანიები „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ კანონის თანახმად სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით. კერძოდ, გათავისუფლებული არიან კორპორაციული საშემოსავლო გადასახადისგან. წმინდა მოგების განაწილების დროს ამ სტატუსის მქონე კომპანიებს აქვთ მხოლოდ დივიდენდის 5%-იანი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

2011 წელს VZP კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 2,2 მილიონ ლარზე მეტი შეიტანეს. 2023 წლისთვის მოცემული მაჩვენებელი კი 88,7 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 4000%-იან ზრდას წარმოადგენს ბოლო ათ წლიან პერიოდში. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 2011 წელს საშემოსავლო გადასახადმა 1,1 მლნ ლარი შეადგინა, 2023 წლისთვის კი 37,6 მლნ ლარამდე გაიზარდა.

„ასეთი სახის მატება ხაზს უსვამს დასაქმების მნიშვნელოვან ზრდას ვირტუალური ზონის სექტორში და ამ კომპანიების მნიშვნელოვან როლს სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი სპეციალისტების დასაქმებაში.

წლიდან წლამდე უწყვეტი ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ VZP კომპანიების რიცხვი არა მხოლოდ რაოდენობრივად გაიზარდა, არამედ გაძლიერდა მათი ეკონომიკური გავლენაც. მათი შენატანები მოიცავს გადასახადების ფართო სპექტრს, მათ შორის მოგების, საშემოსავლო, იმპორტის და ქონების გადასახადს, რაც ასახავს მათ მრავალფეროვან და ყოვლისმომცველ ეკონომიკურ საქმიანობას. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია ამ სტატუსის მქონე 1275 კომპანია“, - აცხადებენ ასოციაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები