მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

10 თვეში აზერბაიჯანმა 7%-ით 38 მილიარდ მ³-მდე გაზარადა გაზის წარმოება - ენერგეტიკის სამინისტრო

637b459accdb1
მარიამ ვარადაშვილი
21.11.22 21:15
693
აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში წარმოებული გაზის მოცულობამ 38.4 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზის წარმოება 7.3%-ით 2.6 მილიარდი კუბური მეტრით არის გაზრდილი. ყველაზე დიდი მოცულობით [20.7 მილიარდი კუბური მეტრი] გაზი შაჰდენიზის საბადოდან იქნა მოპოვებული.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობითვე, საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ 18.2 მილიარდი კუბური მეტრის გაზი გაიტანა ექსპორტზე, რაც წლიურად 17.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანიდან თურქეთში ექსპორტირებულია 6.9 მილიარდი კუბური მეტრი, 9.3 მილიარდი კუბური მეტრი ევროპაში, ხოლო 2 მილიარდი კუბური მეტრი საქართველოში.

2022 წლის ივნისში ევროკავშირმა აზერბაიჯანთან გაზის იმპორტის საკითხზე მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეთანხმება 2027 წლისთვის ევროკავშირისთვის წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი კუბური მეტის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.

ევროკომისიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისგან უკვე იღებენ გაზრდილი მოცულობით გაზს, რამაც 2021 წელს 8.1 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა; 2022 წლის მოლოდინით კი ეს მოცულობა 12 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ევროპისთვის გაზის მიღების ალტერნატიული წყაროები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი Nord Stream 1-ის სრულად გაჩერების შემდეგ გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები