საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ექსპორტის კლება საქონლის საკმაოდ ბევრ სახეობაზე აისახა, შესაბამისად, 10 ძირითადი საექსპორტო საქონლიდან 8-ის ექსპორტი შემცირებულია.
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $258 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 1.2%;
- მსუბუქი ავტომობილები - $148.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -31%;
- ფეროშენადნობები - $109 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -20.1%;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $73.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -11.3%;
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $66.7 (წინა წელს ამ საქონლის ექსპორტი არ დაფიქსირებულა);
- სპირტიანი სასმელები - $4.3.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1.8%;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $42.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -20.3%;
- აზოტოვანი სასუქები - $39 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -14.2%;
- ოქრო - $36.9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 32.5%;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $36.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -59.8%;
- დანარჩენი საქონელი – სულ $380.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -26.3%.




























