მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

10:00 საათისთვის არჩევნებზე უკვე 154 163 ამომრჩეველი მივიდა - ცესკო

617cefdf9348f
ინგა მურუსიძე
30.10.21 11:11
564
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა 7.38%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

შესაბამისად, ცესკოში ამბობენ, რომ ამ დროისთვის არჩევნებზე გამოცხადდა 154 163 ამომრჩეველი.

აღსანიშნია, რომ 2 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 7.41% იყო, რაც რაოდენობრივად 259 273 ამომრჩეველია.

ამასთან, ამ დროისთვის ყველაზე მაღალია აქტივობა თბილისში, მას მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი და აჭარა.

შეგახსენებთ: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 2 088 722 ადამიანი მონაწილეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები