9:30-დან 13:00 საათამდე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ-ში" გაიმართება დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგიისთვის მომზადებული რეკომენდაციების საჯარო განხილვა.
საკონტაქტო პირი: ანა ტრაპაიძე 595 939 935
10:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის/ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გააცნობენ.
12:00 საათზე, დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტო 1-ელი კვარტლის ანგარიშს წარადგენს
მისამართი: ლევან მიქელაძის ქ. #3
14:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.