მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 მარტის ანონსი

ბიემჯი

09:00 საათზე, სასტუმრო პარაგრაფი თბილისში, მდგრადი დაფინანსების ფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე დაესწრება

10:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

10:30 საათზე, სასტუმრო სტამბაში, ევროპული ბიზნეს ასოციაციისა (EBA) და ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრები საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრას გამართავენ.

11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა იქნება.

12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

12:40 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეხვედრა ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, გუდნი იოჰანესონთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები