მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 მაისს საპროტესტო აქცია „ევროპის მარში - ევროპის კვირაში“ სამი ლოკაციიდან დაიწყება

არა რუსულ კანონს

11 მაისს, თბილისში საპროტესტო აქცია „ევროპის მარში - ევროპის კვირაში“ დაიგეგმა.

აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქცია დედაქალაქში სამი ლოკაციიდან 19 საათზე დაიწყება და ყველა მიმართულებიდან პროტესტის მონაწილეები ლოზუნგით - „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან.

შეხვედრის საწყისი ადგილებია რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი და მეტრო 300 არაგველი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები