ნოემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 100 ათასი ტონით 2.6 მლნ ტონამდე გაიზარდა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, 2024 წლის 11 თვეში ნავთობსადენით ჯამში თითქმის 27 მლნ ტონამდე ნავთობია გადაზიდული.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მსხვილი აქციონერები არიან: bp (30%), SOCAR (25%), MOL (89%), Equinor (8.7%).
მილსადენი სათავეს იღებს ბაქოს სანგაჩალის ტერმინალიდან, გადის საქართველოს ტერიტორიაზე 6 მუნიციპალიტეტში და სრულდება ჯეიჰანის საზღვაო პორტთან, თურქეთში. ნავთობსადენი სამხრეთ კავკასიის მილსადენის პარალელურად გადის.
სამხრეთ კავკასიის დერეფანში ნავთობსადენების წარმატებული პროექტების განხორციელებამ აზერბაიჯანული შაჰ-დენიზის საბადოს გაზის საექსპორტო მარშრუტის მიმართულებაც განსაზღვრა. ახალი გაზსადენი [სამხრეთ კავკასიური მილსადენი] ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გასწვრივ აშენდა.