11 თვეში ქვეყანაში კვერცხის იმპორტი შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველომ ამ პერიოდში 6 მილიონ 238 ათასი დოლარის ღირებულების 35 187 780 ცალი კვერცხი შეიძინა. მაშინ როდესაც, გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში იმპორტის ღირებულება 6.8 მლნ დოლარი, მოცულობა კი 59 897 250 ცალი კვერცხს იყო.
კვერცხის მთავარი საიმპორტო ქვეყანა თურქეთია. ამ მიმართულებიდან იანვარ-ნოემბერში $4.5 მილიონის 29 765 640 ცალი კვერცხი ვიყიდეთ. კლებაც თურქეთიდან კვერცხის შემოტანის შემცირებითაა განპირობებული. [2023 წლის 11 თვე - $6.3 მლნ, 57 771 370 ცალი].
იმპორტიორ ბაზრებს შორის არის ასევე ბულგარეთი, საიდანაც ამ პერიოდში 828 ათასი დოლარის 2 022 000 ცალი კვერცხი ვიყიდეთ; პოლონეთიდან ამ პერიოდში 392 ათასი დოლარის, 892 ათასი ცალი კვერცხი, ჩეხეთიდან 328 ათასი დოლარის 1 209 600 ცალი, ნიდერლანდებიდან 97 ათასი დოლარის, 295 ათასი ცალი, უნგრეთიდან კი 5 ათასი დოლარის 1 მლნ ცალი კვერცხი შემოვიდა.