მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

11 თვეში ქვეყანაში $11.5 მილიონის საახალწლო და საშობაო საქონელი შემოვიდა - იმპორტიორი ქვეყნები

იმპორტ

2024 წლის 11 თვეში საქართველოში საახალწლო და საშობაო დღესასწაულების საქონლის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში ქვეყანაში 11 მილიონ 505 ათასი დოლარის ღირებულების 1 641 ტონა საქონელი შემოვიდა.

იმპორტის ღირებულება წლიურად 26.9%-ით, ხოლო მოცულობა 27.1%-ით გაიზარდა.

საახალწლო და საშობაო დღესასწაულების საქონლის მთავარი მომწოდებელი ქვეყანა ჩინეთია. წელს, იანვარ-ნოემბერში ამ ქვეყნიდან 9 მილიონ 283 ათასი დოლარის ღირებულების 1 449 ტონა საქონელი შევიძინეთ. გასული წლის 11 თვეში ჩინეთიდან ამ დასახელების საქონლის იმპორტი 7.2 მლნ დოლარი და 1 168 ტონა იყო.

ჩინეთის გარდა, საახალწლო საქონელი ნიდერლანდებიდან შევიძინეთ და 41 ტონაში 822 ათასი დოლარი გადავიხადეთ. იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ვხვდებით ასევე ჰონ-კონგს - 205 ათასი დოლარი, 23 ტონა; უკრაინა - 133 ათასი დოლარი, 19 ტონა; ტაივანი - 108 ათასი დოლარი, 5 ტონა; პოლონეთი - 105 ათასი დოლარი, 7 ტონა; იტალია - 96 ათასი დოლარი, 4 ტონა; ბელგია - 58 ათასი დოლარი, 1 ტონა; გერმანია - 49 ათასი დოლარი, 2 ტონა; ბულგარეთი - 45 ათასი დოლარი, 7 ტონა და სხვა ქვეყნები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები