მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 თვეში ტურიზმისგან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა - სებ-ი

639b082e2ae47
თამთა ჯიჯავაძე
15.12.22 16:04
1684
11 თვეში ტურიზმისგან საქართველომ 3 159,6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც იმას ნიშნავს რომ პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა, ვინაიდან 2019 წელს 11 თვეში საქართველოს მიერ საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 051,4 მლნ დოლარი შეადგინა. მონაცემებს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებისგან 305,0 მლნ აშშ დოლარი მიიღო, მაშინ როცა 2021 წელს აღნიშული მაჩვენებელი 111,0 მლნ დოლარი იყო, 2020 წელს - 12,9 მლნ დოლარი, ხოლო 2019 წელს - 201,7 მლნ დოლარი.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა შემოვიდა, პირველ ადგილზე რუსეთია 109,1 მლნ დოლარით. მეორეზე თურქეთია 45,6 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზე - უკრაინა - 26,5 მლნ დოლარით. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული საერთაშორისო მოგზაურებისგან კი ქვეყანამ ნოემბერში ჯამში 19,7 მლნ დოლარი მიიღო.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები