უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათ შორის, თბილისში -515, აჭარაში -155, იმერეთში-259.
სიჭინავას თქმით, მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი, მათგან თბილისში-205, აჭარაში-54, იმერეთში-77.
10 დეკემბრის სრული სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 178953 , ბოლო 24 საათში - 4570
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 148332 , ბოლო 24 საათში - 3045
მათ შორის გარდაცვლილი - 1657 , ბოლო 24 საათში - 43
კარანტინის რეჟიმში - 1019
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6918
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3524




























