12 აპრილიდან თბილისიდან ციურიხის მიმართულებით, Lufthansa Group-ში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ი იფრენს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 12 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და კვირას შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის ნებართვა 20 მარტს მისცა.
სააგენტოს განცხადებით, ავიაკომპანიის საავიაციო ბაზარზე შემოსვლა ხელმისაწვდომს გახდის საქართველოსა და შვეიცარიას შორის გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ევროპიდან ტურისტული ნაკადების გაზრდას.
ავიაკომპანია საიტზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ბილეთის ფასი ეკონომ კლასში 200-300 ევროს ფარგლებში მერყეობს.