მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიიდან ტურისტული ვიზიტები გაიზარდა, თუმცა პანდემიამდელს ჩამორჩება - როგორია დინამიკა?

ედელვაისი

მიმდინარე წელს საქართველო-შვეიცარიას შორის პირდაპირი ფრენების შესრულება ორმა ავიაკომპანიამ, Edelweiss-მა და easyJet-მა დაიწყო, რომლებიც კვირაში ჯამურად ოთხი სიხშირით იფრენენ. მათ შორის, Lufthansa-ს ჯგუფში შემავალმა Edelweiss-მა ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირ ფრენა დღეს შეასრულა და 151 მგზავრი ჩამოიყვანა. აღნიშნულის შედეგად, ეკონომიკის სამინისტროში შვეიცარიიდან ტურისტების ნაკადის ზრდის მოლოდინი აქვთ.

bm.ge გთავაზობთ ინფორმაციას, შვეიცარიიდან საქართველოში ტურისტული ვიზიტების დინამიკის შესახებ.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 2024 წელს შვეიცარიიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 18.3%-ით გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს, საქართველოს შვეიცარიიდან 6 895 ტურისტული ვიზიტი შედგა, მაშინ როდესაც, 2023 წელს 5 825-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ გასულ წელსაც ვერ შეძლო პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებლისთვის გადასწრება. 2019 წელს შვეიცარიიდან 9 879 ვიზიტი განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. პანდემიის პერიოდის დაწყების შემდეგ, ანუ 2020 წელს შვეიცარიიდან ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვნად შემცირდა და მაჩვენებელი 876-მდე ჩამოვიდა. ეს კი ნიშნავს, რომ ვიზიტების რაოდენობის კლებამ 2020 წელს 90%-ს გადააჭარბა.

საგულისხმოა, რომ 2020 წლის შემდეგ, ქვეყანაში შვეიცარიიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მზარდია.

ტურისტული ვიზიტები შვეიცარიიდან

ცნობისთვის, დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Edelweiss-ის საინაუგურაციო ფრენისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მხოლოდ "ოცნების" მთავრობასთან აფილირებული მედიასაშუალებები ესწრებოდნენ. პრესრელიზებში, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ და აეროპორტების გაერთიანებამ გაავრცელეს, საუბარია პოზიტიურ მოლოდინებზე. კერძოდ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი მიიჩნევს, რომ easyJet-ის და Edelweiss-ის მიერ ოპერირების დაწყება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი შვეიცარიელი ტურისტების მოზიდვაზე. ხოლო "ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი შვეიცარიული ავიაკომპანიის შემოსვლას დიდ მიღწევად აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს შვეიცარიიდან მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების სეგმენტი დაემატება. თავის მხრივ, Edelweiss-ის ავიამიმართულებების და ქსელის განვითარების მენეჯერმა დევიდ ნუფერმა თქვა, რომ საქართველოს, როგორც დანიშნულების ადგილს, ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია შვეიცარიელი ტურისტებისთვის და ქვეყანა პოპულარული ხდება შვეიცარიელ ტურისტებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები