ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შვეიცარიულ ავიაკომპანია Edelweiss-თან მარკეტინგული კამპანია დაიწყო.
ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, კამპანიის მიზანია შვეიცარიიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა და ევროპულ ბაზარზე ცნობადობის ზრდა. ერთობლივი კამპანიის სრული ღირებულა 200 000 ევროა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთო ღირებულებიდან 100 000 ევროს ფარავს.
ახალი მარკეტინგული კამპანია მთელი წელი გაგრძელდება და მოიცავს სხვადასხვა აქტივობას:
- საქართველოში შვეიცარიელი ჟურნალისტებისთვის მედია ტური;
- საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები სხვადასხვა მაღალრეიტინგულ გამოცემებში, ასევე Edelweiss-ის საბორტო ჟურნალში;
- სოციალურ ქსელებში: facebook, Instagram და YouTube პოსტები და ვიდეოები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ;
- სარეკლამო ბანერები შვეიცარიის 5 ქალაქში: ბერნი, ბაზელი, ლუცერნი, ცუგი და ციურიხი.
ავიაკომპანია ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 აპრილიდან დაიწყებს ციურიხის მიმართულებით დაიწყებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე უკვე გამოქვეყნდა ავიაკომპანიასა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის დადებული ხელშეკრულება.