მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 ბანკი მოგებაზე გავიდა, სამი კი ზარალზე - 5 თვის მონაცემები

649a884a873fe
ნინო ტაბატაძე
26.06.23 22:32
3067
საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკი 2023 წლისს 5 თვეში 1 მილიარდი ლარის წმინდა მოგებაზე გავიდა. მხოლოდ მაისში საბანკო სექტორის წმინდა მოგება 237.6 მლნ ლარი იყო. წლიურ ჭრილში, 5 თვის წმინდა მოგება 47%-ით არის გაზრდილი. ბანკებს შორის ყველაზე დიდ 496-მილიონიან მოგებაზე "საქართველოს ბანკია", მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 372 მილიონის წმინდა მოგებით, ხოლო მესამე პოზიციას ლიბერთი იკავებს 26-მილიონიანი მოგებით.

იანვარ - მაისში ზარალზე იყო 3 ბანკი: პაშა ბანკი, სილქ ბანკი და ბაზარზე ახალშემოსული ციფრული ბანკი „პეისერა“.

მომგებიანი ბანკების რეიტინგი: 2023 წლის 5 თვე

1. საქართველოს ბანკი 496.4 მლნ ლარი
2. თიბისი 372.3 მლნ ლარი
3. ლიბერთი ბანკი 25.9 მლნ ლარი
4. ბაზის ბანკი 20.5 მლნ ლარი
5. პროკრედიტ ბანკი 19.8 მლნ ლარი
6. კრედო ბანკი 19. მლნ ლარი
7. ქართუ ბანკი 12.2 მლნ ლარი
8. ტერა ბანკი 12 მლნ ლარი
9. ხალიკ ბანკი 10.3 მლნ ლარი
10. იშ ბანკი 9.9 მლნ ლარი
11. ვითიბი ბანკი 5.9 მლნ ლარი
12. ზირაათ ბანკი 3.5 მლნ ლარი
13. პეისერა (- 0.44 მლნ ლარი)
14. პაშა ბანკი (-0.84 მლნ ლარი)
15. სილქ ბანკი (-1.75 მლნ ლარი)

წყარო: ბანკები

აღსანიშნია, რომ პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკების შემოსავლები 24%-ით, 3.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. გაზრდილია ბანკების როგორც საპროცენტო, ასევე არასაპროცენტო შემოსავლები.

რაც შეეხება საბანკო სექტორის ხარჯებს, ის 2.23 მილიარდ ლარს შეადგენდა. აქედან საპროცენტო ხარჯები 1.26 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი. მათ შორის ბანკის მომხმარებელთა დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი 806 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 39%-ით არის გაზრდილი. თავად ბანკების მიერ ნასესხებ სხვა თანხებზე გადახდილი საპროცენტო ხარჯი კი 367 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 2%-ით არის შემცირებული

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები