ევროკომისარმა ჯოზეფ ბორელმა 15 ნოემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს წარუდგინა რუსეთისთვის დასაწესებელი ეკონომიკური სანქციების მეთორმეტე პაკეტის პროექტი, რომელსაც EU რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსირებისთვის აწესებს.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესდება ახალი საიმპორტო და საექსპორტო შეზღუდვები, ასევე გამკაცრდება რუსული ნავთობის სექტორზე დაწესებული საფასო ლიმიტები.
სანქცირებულთა სიას დაემატება 120 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის ფედერაციის თავდაცვისა და IT სექტორებთან, ასევე წარმოადგენენ ქვეყნის მნიშვნელოვან ეკონომიკურ აქტორებს.
Bloomberg-ის თანახმად ეკონომიკური სანქციები დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვას შეეხება.