მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12:00 საათზე საპროტესტო აქცია პარლამენტის უკან, ხოლო 19:00-ზე რუსთაველზე გაიმართება

რუსული კანონი

დღეს რუსული კანონის საწინააღმდეგოდ, საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია დღის 12:00 საათზე პარლამენტის უკან, ხოლო 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

საქმე ის არის, რომ პარლამენტი „გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ განხილვას დღეს აგრძელებს. გუშინ პლენარულ სესიაზე უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საკითხი პირველი მოსმენით წარადგინა, თუმცა განხილვის დასრულება ვერ მოხერხდა.

სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. საკანონმდებლო ორგანოში დღესაც მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტებს დაუშვებენ, დანარჩენ მედიას - არა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები