მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველზე აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება, სპეცრაზმმა ტერიტორია დატოვა

აქცია

რუსთაველის გამზირზე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი რჩება, ხოლო სპეცრაზმმა და სხვა დანაყოფებმა პარლამენტის ტერიტორია დატოვეს.

ახალგაზრდებს პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან - როგორც ჭიჭინაძის, ისე ჩიტაძის ქუჩებზე ბარიკადები აქვთ აღმართული.

„რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეების დაშლა კი - დაახლოებით, 22:00 საათიდან.

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა ე.წ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირს დიდი ხნით არ ტოვებდნენ. რამდენიმე საათის განმავლობაში საგზაო მოძრაობა გადაკეტილი იყო მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზეც.

აქციის დაშლისას დაშავდა ათეულობით ადამიანი. სასტიკად არის ნაცემი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. ასევე, სცემეს დეპუტატ ალეკო ელისაშვილს და ამერიკელ იურისტ თედ ჯონასს.

„რუსული კანონის“ მუხლობრივი განხილვა პარლამენტში, დღეს 12:00 საათიდან განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები