მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13 წლის ამერიკელმა ბიჭმა თამაში "ტეტრისი" "დახურა"

tetris

13 წლის ამერიკელი ვიდეო-სტრიმერი, უილის გიბსონი პირველია, რომელმაც Nintendo-ს მიერ 1989 წელს გამოშვებული კლასიკური თამაში „ტეტრისი“ „დახურა“. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო, Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, გიბსონი მოქმედებებს იმდენად სწრაფად ასრულებდა, რომ თამაშში უმაღლეს ქულის მიღწევა შესაძლო, რის შემდეგაც სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, მსგავსი შედეგის მიღწევა მხოლოდ ხელოვნურმა ინტელექტმა მოახერხა. გიბსონმა მსოფლიო რეკორდები საერთო ქულის, მიღწეული დონისა და ხაზების საერთო რაოდენობის საშუალებით დაამყარა.

„ტეტრისის“ შემქმნელებს ეს შეუძლებლად მიაჩნდათ და მათი გათვლით, თამაში მუდმივად უსასრულოდ უნდა გაგრძელებულიყო.

კოგნიტიური მეცნიერების პროფესორის, ტომ სტეფორდის თქმით, 13 წლის ბიჭის ეს მიღწევა მეტყველებს იმაზე, თუ როგორ იცვლება ადამიანის შესაძლებლობების საზღვრები ციფრულ ეპოქაში.

აღსანიშნავია, რომ "ტეტრისი" გამოსვლის დღიდან მსოფლიო სენსაცია მალევე გახდა.