მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზეც იმსჯელებენ

Foreign Affairs Council

საქართველო ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც 15 ივლისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.

საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დღის წესრიგის თანახმად, საბჭო იმსჯელებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე და განიხილავს შესაძლო ზომებს ხელისუფლების მზარდი რეპრესიების საპასუხოდ.

როგორც "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, მსჯელობა შეეხება 15 ადამიანის სანქცირებას და ამ მიმართულებით მანამდე არსებულ 13-კაციან სიას 2 მოსამართლე დაემატა.

სხდომა ბრიუსელში თბილისის დროით 11:30 საათზე დაიწყება და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხი ასევე განიხილეს ივნისში გამართულ სხდომაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები