მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15-მილიონიანი ტენდერით, ჭიათურის თეატრის რეაბილიტაცია იგეგმება

ჭიათურის თეატრი
BM. GE
06.10.23 13:09
100

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 14.6 მილიონი ლარის ღირებულების შესყიდვა, რომლითაც ჭიათურის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია იგეგმება. 

"ქალაქ ჭიათურაში თეატრი დაარსდა ჯერ კიდევ 1894 წელს, ხოლო 1910 წლიდან ჰყავს მუდმივი დასი. თეატრის ახალი შენობა აშენდა 1949 წელს და მას აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის სახელი მიენიჭა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.

სამუშაოები განხორციელდეს არქიტექტორ-რესტავრატორის ზედამხედველობით,"- ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. 

სატენდერო პირობების თანახმად, პრეტენდენტს 2016 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოცდილება (გარდა გვირაბებისა და გზებისა), ჯამურად არანაკლებ 14 000 000 ლარის ან ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, არანაკლებ 5 000 000 ლარისა.

კომპანიებს კონკურსში საკუთარი წინადადებების დაფიქსირება 18-და 23 ოქტომბრამდე შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები