მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$154 ტრილიონიანი იმპერია და ინდუსტრიები, რომლებიც მას ქმნიან - საფონდო ბაზრის მიმოხილვა

ბირჟა

2025 წელს მსოფლიო საფონდო ბაზრის ჯამური ღირებულება 154 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. ამ იმპერიის ყველაზე დიდი წილი - 44.2% - შეერთებულ შტატებს ეკუთვნის და მასთან ახლოსაც კი არავინაა.

კერძოდ, Investor Sight-ის პუბლიკაციის თანახმად, გლობალური წილის 44%-ს აშშ ფლობს, მაშინ როცა დანარჩენი მსოფლიო ერთად აღებული - 56%-ს. ჩინეთსა და ევროკავშირს კი თითქმის თანაბარი წილები აქვთ - დაახლოებით 9.6% თითოეულს.

ინდივიდუალურად, ინდოეთი მესამე უდიდესი ქვეყანაა გლობალური სააქციო ბაზრების 6.9%-იანი წილით, რომელსაც 4.9%-ით იაპონია მოსდევს.

განვითარებული ბაზრები ჯამურად 9.1%-ს, ხოლო განვითარებადი ბაზრები 3.7%-ს წარმოადგენენ.

საინტერესოა ისიც, რომ ჩინეთის, ევროკავშირის, ჰონგ-კონგის, იაპონიისა და გაერთიანებული სამეფოს წილები 2015 წელთან შედარებით შემცირდა. მეორე მხრივ, ინდოეთისა და აშშ-ის წილები გაიზარდა.

$154 ტრილიონიანი ბაზარი | როგორ ნაწილდება ის?

აშშ 44.2%
ევროკავშირი 9.7%
ჩინეთი 9.6%
ინდოეთი 6.9%
იაპონია

4.9%

ჰონგ-კონგი 4.0%
გაერთიანებული სამეფო 3.7%
კანადა 2.9%
ავსტრალია 1.3%
განვითარებული ქვეყნები 9.1%
განვითარებადი ქვეყნები 3.7%

თუ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ინდუსტრიებს გადავხედავთ, საუკეთესო ხუთეულის მნიშვნელოვან დომინირებას დავინახავთ -

  • ტექნოლოგიები - $41.9 ტრილიონი
  • ფინანსური მომსახურება - $19.6 ტრილიონი
  • ხელოვნური ინტელექტი (AI) - $19.4 ტრილიონი
  • ტექნოლოგიური აპარატურა (Hardware) - $17.6 ტრილიონი
  • პროგრამული უზრუნველყოფა (Software) - $15.7 ტრილიონი

  • ბანკები - $14.0 ტრილიონი
  • ნახევარგამტარები - $13.7 ტრილიონი
  • ელექტრონიკა - $13.3 ტრილიონი
  • ენერგეტიკა - $13.3 ტრილიონი
  • ინტერნეტი - $12.5 ტრილიონი
  • წარმოება - $12.5 ტრილიონი
  • ავტო - $9.6 ტრილიონი
  • ნავთობი და გაზი - $9 ტრილიონი
  • ბიოტექნოლოგიები - $8.3 ტრილიონი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები