მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა შესაძლოა ჩინურ ქიმიურ პროდუქციასა და მანქანა-დანადგარებზე შეზღუდვები დააწესოს

ტექნოლოგიები

ევროკავშირი ჩინური კონკურენციისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დასაცავად ქიმიური პროდუქციისა და სამრეწველო დანადგარების სექტორების პრიორიტეტიზაციას გეგმავს.

არსებული ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გაერთიანების ლიდერებს აღნიშნული ორი მიმართულების დაცვის გზების შესახებ ოფიციალური შეხვედრისას უშუალოდ აცნობებს.

როგორც POLITICO წერს, ჩინეთთან სავაჭრო დაპირისპირების ფონზე, ბრიუსელში ყველაზე ეფექტიან ბერკეტად დამცავი მექანიზმების ამოქმედებას მიიჩნევენ, რადგან მათი სწრაფად და ფართო მასშტაბით გამოყენება არის შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ევროპული მთავრობები ჩინეთიდან იმპორტის მკვეთრი ზრდის ფონზე დამატებითი დარგების დაცვას სულ უფრო აქტიურად ითხოვენ, რაც, როგორც ირკვევა, ორმხრივი სავაჭრო დეფიციტის გაღრმავებითაა გამოწვეული.

ვითარება განსაკუთრებით სამრეწველო მანქანა-დანადგარების მიმართულებით გამწვავდა, სადაც 2025 წელს ჩინეთმა გერმანიას გადაასწრო და მსოფლიოში უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა. გერმანიის ჩარხმშენებელთა ასოციაციის მონაცემებით, ჩინური ექსპორტის მოცულობა 13%-ით გაიზარდა და €8.6 მილიარდი შეადგინა, მაშინ როცა გერმანული მაჩვენებელი 10%-ით შემცირდა და €7 მილიარდზე ჩამოვიდა.

ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება ქიმიურ მრეწველობაშიც, სადაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთმა ევროკავშირის მთლიან იმპორტში საკუთარი წილი გააორმაგა და 18%-ს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები