მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„16 მაისს საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებას გავმართავთ“ – „BEAUTY LIFE“

644bba1b642ef
ნანუკა ნარიმანიძე
02.05.23 22:30
563
16 მაისს თბილისთან ახლოს ღონისძიება გაიმართება , რომელზეც Balmain-ის არტ-დირექტორი, ილჰამ მესტური მასტერკლასს ჩაატარებს - ამის შესახებ BEAUTY LIFE-ის მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ ყიფშიძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა.

“ილჰამ მესტური Balmain-ის არტ-დირექტორია, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მსოფლიო დონის მოდის კულისებში, შესაბამისად, ამ სპეციალისტის მასტერკლასს ყველა უნდა დაესწროს, ვინც ამ სფეროშია დასაქმებული,ეს იქნება ინსპირაციული შოუ, თმის ვარცხნილობებით, წითელი ხალიჩით, ცოცხალ მუსიკით, ასევე ჩამოდის Balmain-ის რეგიონული მენეჯერი, რომელიც ბრენდის პრეზენტაციას ჩაატარებს, ეს იქნება საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება საქართველოში, რომელიც კიდევ უფრო განავითარებს ადგილობრივი ბაზრის სილამაზის მომსახურების სფეროს და სტილისტს უფრო მეტად შეაყვარებს საკუთარ პროფესიას“, - განმარტა მან.

Balmain-ის თმის პროფესიონალური მოვლის პროდუქტების წარმოების მიმართულებით 50 წლიანი ოპერირების გამოცდილება აქვს, ის მსოფლიოში ერთადერთი ბრენდია, რომელსაც აქვს ყველაზე მჭიდრო კავშირი მაღალი მოდის კულისებთან, ადგილობრივ ბაზარზე ამ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი კი - BEAUTY LIFE გახლავთ, რომელიც 2018 წლიდან წარმოადგენს ბრენდს.

„ჩვენი წარმოდგენილი Balmain-ის პროდუქცია მრავალფეროვანი და სრულყოფილია, გვაქვს ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები, როგორიცაა: თმის მოვლის პროდუქტები, სპა-საღებავები, პროფესიონალური ხელსაწყოები და მოოქროვილი აქსესუარები, რომელიც გათვლილია მომხმარებლის საშუალო და საშუალოზე მაღალ სეგმენტზე“ ,- აღნიშნა მარკეტინგის მენეჯერმა.

აღსანიშნია ისიც, რომ - BEAUTY LIFE ცდილობს ხელი შეუწყოს ადგილობრივი ბაზრის, სტილისტების განვითარებას როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი პროექტებით.

„ინტერესი ძალიან დიდია ადგილობრივ ბაზარზე, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებიდანაც, სწორედ ამიტომ, ყოველთვის ვცდილობთ ჩავატაროთ საინტერესო ღონისძიებები, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 16 მაისის ღონისძიების მეორე დღეს, 17 მაისს, თბილისში ჩატარდება სტილისტებისთვის და სპეციალისტებისთვის მასტერკლასი თმის ვარცხნილობებზე, სადაც ინდივიდუალურად იმუშავებენ მანეკენებზე და მიიღებენ დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას“, - დასძინა მან.

ღონისძიებაზე დასასწრებად მსურველებმა Balmain-ის ადგილობრივ ოფიციალურ გვერდს უნდა მიწერონ, ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელსაც ამ სფეროში ინტერესი აქვს, რაოდენობა შეზღუდული არ არის.