მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1.7 მლნ ვიზიტორი და $1.2 მლრდ შემოსავალი - საიდან ესტუმრნენ 2021 წელს საქართველოს

61dfd15cbad62
შოთა ტყეშელაშვილი
13.01.22 11:45
1760
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2021 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორებმა ჯამში 1,721,242 ვიზიტი განახორციელეს.

პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელს საქართველოში 7,725,774 ვიზიტორი იმყოფებოდა, შესაბამისად, ქვეყანაში გასულ წელს ვიზიტორთა ნაკადი პანდემიამდელი მაჩვენებლის 22%-ზე აღდგა.

უკეთესია მდგომარეობა ტურიზმის შემოსავლებში, გასულ წელს ქვეყანამ 1,244,941,717 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ტურიზმის შემოსავლის 38%-ია. შესაბამისად, შემოსავლების აღდგენა უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ტურისტული ნაკადის აღდგენა.

2021 წელს საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან ესტუმრა, მათი რაოდენობა 326,494 იყო, მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 212,979 ვიზიტორით. სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. თურქეთი - 326,494 კლება წინა წელთან -3%
2. რუსეთი - 212,979 მატება წინა წელთან 2%
3. სომხეთი - 164,698 კლება წინა წელთან -37%
4. საქართველო (არარეზიდენტი) - 151,559 მატება წინა წელთან 8%
5. უკრაინა - 144,901 მატება წინა წელთან 242%
6. ისრაელი - 100,686 მატება წინა წელთან 291%
7. აზერბაიჯანი - 82,718 კლება წინა წელთან -72%
8. ყაზახეთი - 66,787 მატება წინა წელთან 385%
9. საუდის არაბეთი - 63,437 მატება წინა წელთან 1179%
10. ბელარუსი - 53,698 მატება წინა წელთან 275%
11. უზბეკეთი - 36,384 მატება წინა წელთან 153%
12. პოლონეთი - 30,988 მატება წინა წელთან 190%
13. ინდოეთი - 24,992 მატება წინა წელთან 199%
14. გერმანია - 21,194 მატება წინა წელთან 127%
15. აშშ - 19,470 მატება წინა წელთან 164%.

რაც შეეხება უფრო დეტალურად, ევროკავშირს, გასულ წელს EU-ს 27 წევრი ქვეყნიდან საქართველომ 139,157 ვიზიტორი მიიღო, რაც 2019 წელთან შედარებით 71%-ით ნაკლებია. 

2021 წელს საქართველოში ვიზიტორების 51% საჰაერო გზით შემოვიდა, 48% ავტოტრანსპორტით, 0.6% სარკინიგზო, 0.4% კი საზღვაო ტრანსპორტით იმყოფებოდა. მთლიანი ვიზიტების 33% თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო, 15% სარფის საბაჟომ, 13% კი ბათუმის აეროპორტმა. ქუთაისის აეროპორტი იმის გათვალისწინებით, რომ დღეს უფრო მეტად ქართველ მოგზაურებს იზიდავს, გასულ წელს ტურისტული ნაკადის მხოლოდ 5.1%-ის მიმღები იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები