საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ უცხოეთში წასული არასრულწლოვანი სოცდაუცველების ოჯახებს არ შეუწყდებათ დახმარების მიღება, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვებიან.
“ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით პერიოდის გამოთვლისას არ გაითვალისწინება ის პერიოდი, როდესაც ოჯახის 18 წლამდე ასაკის წევრის ან/და მისი თანმხლები ოჯახის წევრის საზღვარგარეთ ყოფნა უკავშირდება აღნიშნული 18 წლამდე ასაკის პირის ონკოლოგიური დიაგნოზის გამო უცხოეთში მკურნალობას და მკურნალობის ხარჯი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო პერიოდის განსაზღვრა ხორციელდება ა(ა)იპ – საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე (მკურნალობის დაწყებისა და დასრულების თარიღები) შეთანხმებული ფორმატით,”- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე არასრულწლოვანთა მკურნალობის დაფინანსების პროგრამა მთავრობამ გასული წლის დეკემბერში დააანონსა, მიმდინარე წლის ივლისში კი ქართულ მხარესა და ესპანეთის, ასევე თურქეთისა და ისრაელის სამედიცინო ქსელების წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა.
საქართველოდან არასრულწლოვან ონკოლოგიურ პაციენტებს თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრი” და “თელ ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრი“ მიიღებენ.
სოლიდარობის ფონდის ინფორმაციით, პარტნიორ კლინიკებს შორის პაციენტების განაწილება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით მოხდება. პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს და მისი წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონი ლარია.
საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ უცხოეთში წასული არასრულწლოვანი სოცდაუცველების ოჯახებს არ შეუწყდებათ დახმარების მიღება, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვებიან.
“ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით პერიოდის გამოთვლისას არ გაითვალისწინება ის პერიოდი, როდესაც ოჯახის 18 წლამდე ასაკის წევრის ან/და მისი თანმხლები ოჯახის წევრის საზღვარგარეთ ყოფნა უკავშირდება აღნიშნული 18 წლამდე ასაკის პირის ონკოლოგიური დიაგნოზის გამო უცხოეთში მკურნალობას და მკურნალობის ხარჯი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო პერიოდის განსაზღვრა ხორციელდება ა(ა)იპ – საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე (მკურნალობის დაწყებისა და დასრულების თარიღები) შეთანხმებული ფორმატით,”- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე არასრულწლოვანთა მკურნალობის დაფინანსების პროგრამა მთავრობამ გასული წლის დეკემბერში დაანონსა, მიმდინარე წლის ივლისში კი ქართულ მხარესა და ესპანეთის, ასევე თურქეთისა და ისრაელის სამედიცინო ქსელების წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა.