პორტუგალიაში, ლისაბონში 19 მაისს 16:00 საათზე, "რუსული კანონის " წინააღმდეგ აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება.
"არა რუსულ კანონს!!
დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა გზის გასაყარზე. ქართველი ერის ურყევი, ევროპული არჩევანი საფრთხის წინაშე დააყენა ამჟამინდელმა მმართველმა პარტიამ, უკვე მეორედ, რუსული კანონის ინიცირებით.
მოგიწოდებთ საქართველოს დიასპორას, ყველა საქართველოს გულშემატკივარს, ერთად დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი და დავგმოთ რუსული კანონი, რომელიც პირდაპირი საფრთხეა ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის.
საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი! არა რუსეთს! არა რუსულ კანონს! შემოგვიერთდით 19 მაისს, შაბათს, 16:00 საათზე, ქალაქი ლისაბონი", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
შეკრების ადგილად როსიოს მოედანი (Praça Dom Pedro IV, 1100-193, Lisboa) სახელდება.