მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

28 მაისს, BSU-ს კიბეებთან "რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება

რუსული კანონი

ხვალ, 28 მაისს 18:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან, ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით, "რუსული კანონის" წინააღმდეგ შექმნის ჯგუფში "დაიტოვე" ვრცელდება.

"თუ დღეს შენი ნებით ხარ ჩუმად, ხვალ სხვა გაგაჩუმებს", - ასეთია აქციის ლოზუნგი, რის გარშემოც მშვიდობიანი პროტესტანტები ერთიანდებიან და "რუსულ კანონს" გააპროტესტებენ.

"მოღალატე დეპუტატებმა, შესაძლოა, დაძლიონ ვეტო, თუმცა ვერ დაძლევენ ყველაზე დიდ ძალას, ქართველი ხალხის ერთობას. შენი ვალია, შენი მეგობრების, შვილების, სტუდენტების, ლექტორების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების გვერდით იდგე. იცავდე თაობების სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას და წერდე ისტორიის იმ ფურცლებს, რომელსაც სიამაყით წაუკითხავენ მომავალ თაობებს.

ბათუმელებო, დებო და ძმებო, დადექით ახალგაზრდების გვერდით, იბრძოლეთ, არ დაიღალოთ და არ დაუშვათ, რომ დანებდეთ. თავისუფლებაზე დიდი და ღირებული ქართველთათვის არაფერი ყოფილა, გადადეთ ყველა საქმე, დღეს ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებს. ბათუმმა ბევრჯერ აჩვენა ძლიერება, ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ქვეყნის გულისცემა ბათუმიდან იწყება, დროა ისევ გავერთიანდეთ და ვაჩვენოთ მსოფლიოს ჩვენი არჩევანი", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, 14 მაისს, საქართველოს პარლამენტმა "რუსულ კანონს" სამი მოსმენით მიიღო და მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობს. პროცედურის თანახმად, თუ კომიტეტი ვეტოს გაზიარების მომხრეა, მოტივირებული შენიშვნების გაზიარებას დაუჭერს მხარს, ხოლო თუ წინააღმდეგია, ვეტოს დაძლევას დაუჭერს მხარს და საკითხს შემდგომი განხილვისთვის პარლამენტის სხდომაზე გაგზავნის. რეგლამენტის თანახმად, საკითხი კომიტეტზე კენჭისყრის შედეგების მიუხედავად, პლენარულ სხდომაზე განსახილველად გავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები