მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ (არ) დაიძლევა ვეტო “რუსულ კანონზე” - პროცედურები

საპროტესტო აქცია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობს. პროცედურის თანახმად, თუ კომიტეტი ვეტოს გაზიარების მომხრეა, მოტივირებული შენიშვნების გაზიარებას დაუჭერს მხარს, ხოლო თუ წინააღმდეგია, ვეტოს დაძლევას დაუჭერს მხარს და საკითხს შემდგომი განხილვისთვის პარლამენტის სხდომაზე გაგზავნის. რეგლამენტის თანახმად, საკითხი კომიტეტზე კენჭისყრის შედეგების მიუხედავად, პლენარულ სხდომაზე განსახილველად გავა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც ხვალ [28 მაისს] არის დაგეგმილი, ჯერ კენჭს უყრიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს (ვეტოს), მისი ჩაგდების შემთხვევაში კი სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტისთვის კიდევ ერთ კენჭისყრაზე ხმის მიცემაა საჭირო (არანაკლებ 76 მომხრე) იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს (საპარლამენტო უმრავლესობას 80-ზე მომხრე დეპუტატი ჰყავს).

თუ კანონპროექტი პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრისას ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას, იგი უარყოფილად ითვლება.

კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტს ხუთი დღე აქვს დოკუმენტის ხელმოსაწერად. თუკი ამ ვადაში მან კანონს ხელი არ მოაწერა, კიდევ ხუთი დღის ვადაში, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

„ქართულ ოცნებას“ გაცხადებული აქვს, რომ ვეტოს დაძლევას აპირებს.

სალომე ზურაბიშვილმა "რუსულ კანონს" ვეტო დაადო

სამი მოსმენით დამტკიცებული "რუსული კანონი" სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები