მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1anoba.ge - კერძო სექტორმა კორონავირუსის ეფექტის დასაძლევად ახალი პლატფორმა შექმნა

5e70e1888409a
ნუცი ბაზლიძე
17.03.20 18:45
2463
კორონავირუსის ფონზე შექმნილი გამოწვევების დაძლევის მიზნით ახალი პლატფორმა 1anoba.ge შეიქმნა, რომელიც მოხალისეებს გააერთიანებს.

როგორც BM.GE-ის ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ  „1anoba.ge”-ის თანადამფუძნებელმა ნინო ზამბახიძემ განუცხადა, ვებგვერდის პირველი ჩაშვებიდან 1 საათში პლატფორმაზე უკვე 70 მოხალისე დარეგისტრირდა.

როგორც ზამბახიძე განმარტავს, მოხალისეები საჭიროებების მიხედვით იმოქმედებენ და სხვადასხვა ფუნქციებს შეითავსებენ, რაც შეიძლება გულისხმობდეს, მოხუცების და შშმ პირების დახმარებას, პროდუქტების მიტანას და ა.შ. მისივე თქმით, პლატფორმაზე დარეგისტრირება შეეძლება საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ პირს, რომელიც სურვილს გამოთქვამს, იყოს მოხალისე.

„ვფიქრობთ, კარგი საქმე წამოვიწყეთ. მაგალითად, რაღაც დახმარების ინიციატივა შეიძლება კერძო სექტორმა წამოაყენოს, მაგალითად, საკვებს მოგცემთო თქვას, მაგრამ ეს საჭმელი მერე ვინმემ ხომ უნდა დაარიგოს. ამიტომ სამოქალაქო აქტივიზმი, კერძო სექტორი და სახელმწიფო მგონია, რომ სამაგალითო ვიქნებით გამოწვევების ერთიანად დაძლევის საქმეში“, - აღნიშნა ახალი პლატფორმის თანაავტორმა.

ამასთან, ნინო ზამბახიძე აღნიშნავს, რომ ფინანსური გამოწვევების თვალსაზრისით, ისინი კომუნიკაციას ბიზნესის წარმომადგენლებთანაც აპირებენ. რაც შეეხება სამოქმედო ინსტრუქციას, ამასთან დაკავშირებით, პლატფორმის შემქმნელებმა სახელმწიფოს მიმართეს.

„ჩვენ ვთხოვეთ სახელმწიფოს, რომ მოეცა ინსტრუქცია. თუ საჭირო იქნება, მოხალისეები გადამზადდებიან. პრემიერის სახელზე ოფიციალური წერილი გავაგზავნეთ, ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია, რა სახის დახმარება დასჭირდებოდათ. გვითხრეს, რომ კოორდინაციაში იქნებიან. სავარაუდოდ, შეხვედრასაც დანიშნავენ“, - აღნიშნავს ნინო ზამბახიძე.

ნინო ზამბახიძესთან ერთად, პლატფორმის თანადამფუძნებლები „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია და ბიზნესაქსელერატორ „სპარკის“ მენეჯერი სანდრო კანდელაკი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები