მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 მოთხოვნა, რომლითაც კვების ობიექტები სახელმწიფოს მიმართავენ - „ზაზანოვა“

6140692b30a78
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.21 13:23
2459
კვების ობიექტები სახელმწიფოს საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას და რეგულაციების მოხსნას სთოხვენ. ამის შესახებ რესტორან „ზაზანოვას“ დამფუძნებელმა მარინა სალუქვაძემ ჟურნალისტებს შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელთან დარგის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ბიზნესი მზად არის ეპიდვითარების გაუმჯობესებისთვის ჯანდაცვის უწყების მიერ გაჟღერებულ ინიციატივას დაუჭიროს მხარი, რაც "მწვანე ზონების" შექმნას გულისხმობს, თუმცა კვების ობიექტებსაც ესაჭიროებათ ხელშეწყობა, რადგან პანდემიის გავლენით მათი დატვირთვა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

„ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოში მძიმე ეპიდემიოლოგიური მგდომარეობა უნდა დასრულდეს და, რა თქმა უნდა, ბიზნესი ამით დაინტერესებულია.

თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება ბენეფიტები, ჩვენ ამას მივესალმებით. აქ იყო საუბარი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაზე, რეგულაციების მოხსნაზე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სარესტორნო სფეროსთვის 22:00 საათამდე მუშაობა ნიშნავს დაღუპვას და ეს მომხმარებლის 5%-ია. ველით პასუხს და კიდევ ერთ სამუშაო შეხვედრას, სადაც დეტალებს განვიხილავთ“, - განაცხადა მარინა სალუქვაძემ.

მისი ინფორმაციით, რესტორან „ზაზანოვაში“ სტუმრების რაოდენობა ძალიან შემცირდა.

„ხალხი იმდენად სტრესშია, რომ მომხმარებელი ისედაც შემცირებულია. თუ ამ წესებით ჩვენი სტუმრები თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ, ჩვენ ამაში ხელს შევუწყობთ“, - აღნიშნა „ზაზანოვას“ ხელმძღვანელმა და კითხვას - იქნება თუ არა მისაღები „მწვანე ზონების“ ინიციატივა იმ შემთხვევაშიც თუ სტუმრები კიდევ უფრო შეუმცირდებათ, ასე უპასუხა: „მომხმარებელი ისედაც დაკლებულია. ნუ გაითვალისწინებთ იმას, რომ სწრაფი კვების ობიექტებს მომხმარებელი ჰყავს. ჩვენი სფერო - სარესტორნო ბიზნესი არ ნიშნავს მხოლოდ კვებას. აქ არის სოციალიზაცია, მეგობართან შეხვედრა, კარგი მუსიკის მოსმენა, განტვირთვა და არა ტაშფანდური, რასაც ზოგიერთი ეპიდემიოლოგი ეძახის; როდესმე პანდემია უნდა დასრულდეს, ჩვენ ინიციატივა გვაქვს, რომ ამ დასრულებაში მონაწილება მივიღოთ“, - განმარტა სალუქვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები