საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 27 სექტემბერს განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში სულ 3 497 345 ამომრჩეველია, რომელმაც არჩევანი ქვეყნის მასშტაბით გამოყოფილ 84 ოლქში უნდა გააკეთოს.
ყველაზე დიდი ოლქებია: ქუთაისი 153 861 ამომრჩევლით, ბათუმი - 148 011 ამომრჩევლით, გლდანის რაიონი - 146 088 ამომრჩევლით, სამგორის რაიონი - 145 446 ამომრჩევლით, საბურთალოს რაიონი - 134 584 ამომრჩევლით, ნაძალადევი - 134 166 ამომრჩევლით, ზუგდიდი - 119 849 ამომრჩევლით, ისანი - 114 456 ამომრჩევლით, გორი - 112 631 ამომრჩევლით, რუსთავი - 106 895 ამომრჩევლით, ვაკის რაიონი - 104 947 ამომრჩევლით და მარნეული - 100 086 ამომრჩევლით.
რაც შეეხება ყველაზე მცირე ამომრჩევლიან ოლქებს, ასეთი სამია: ონი - 6913 ამომრჩევლით, ლენტეხი - 5862 ამომრჩევლით და ყაზბეგი 5 680 ამომრჩევლით.
ხმის მიცემის პროცესი ზუსტად 20:00 საათზე დასრულდება.