მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის სახელმწიფოები საბიუჯეტო რეფორმაზე შეთანხმდნენ

ეუ

10 თებერვალს ევროპარლამენტმა და ბლოკის წევრმა ქვეყნებმა EU-ს საბიუჯეტო რეგულაციების რეფორმაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ინვესტიციების ზრდასა და ხარჯების კონტროლს ისახავს მიზნად.

შეთანხმება 1990-იან წლებში შემუშავებული “სტაბილურობისა და ზრდის პაქტის” განახლებას ითვალისწინებს. დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს, საჯარო დეფიციტი კი - 3%-ს.

ორი წლის განმავლობაში ევროკავშირი მუშაობდა რეფორმაზე, რომელსაც გერმანიის მსგავსი კონსერვატიული ქვეყანაც ისევე მიიღებდა, როგორც ახალ წესებზე შედარებით უფრო მარტივად მორგებადი ქვეყნები, მაგალითად იტალია და საფრანგეთი. ბერლინსა და პარიზს შორის მოლაპარაკებები დეკემბერში ევროკავშირის წევრი 27 წევრის ერთსულოვანი შეთანხმებით დასრულდა, საქმე კი განსახილველად ევროპარლამენტში გადავიდა, სადაც დასტური დღეს მოიპოვა. საბოლოო კენჭისყრა კი გაზაფხულზე სტრასბურგში გაიმართება.

შეთანხმება EU-ს წევრ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ახალი საბიუჯეტო წესები გამოიყენონ. ბელგიის პრეზიდენტის შეფასებით, ახალი წესები ქვეყნებს დაბალანსებული და მდგრადი საჯარო ფინანსების შენარჩუნებაში, სტრუქტურულ რეფორმებსა და EU-ში ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში დაეხმარებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები