2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 42,362 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თუმცა მიუხედავად 7 თვის განმავლობაში გაზრდილი მაჩვენებლისა, 2023 წლის დეკემბერში, პირველად 2 წლის განმავლობაში, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა წლიურად შემცირდა. გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4%- ით ნაკლებია.
ამის შესახებ, PMCG დასაქმების თრექერში წერს. კვლევის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 23.9%-ით ნაკლებია 2023 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით. დეკემბერში პლატფორმაზე 5 227 ვაკანსია გამოქვეყნდა, ნოემბერში კი, 6 869 ვაკანსია.
Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით 2023 წლის დეკემბერში ასე გადანაწილდა:
- 2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 6,598 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.4%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 59.0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
- 2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 11,077 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.6%-ით ნაკლები, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 33.1%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.
- 2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 9,949 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.3%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 35.7%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.