იანვარ-თებერვალში, საქართველოდან ღვინის ექსპორტის დინამიკა დადებითად შეიცვალა. გასული წლის ექსპორტის კლების ტენდენციის შემდეგ, წელს იანვარ-თებერვალში ჯამურად, საზღვარგარეთ 32.1 მლნ დოლარის ღირებულების 10 511 807 ლიტრი ღვინო გაიყიდა.
ღვინის ექსპორტი წლიურად 9.5%-ით გაიზარდა და სასმელმა, რომელიც ადგილობრივად იწარმოება, ექსპორტირებული საქონლის რეიტინგში 3.1%-იანი წილით მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ღვინის გაყიდვები ძირითადად რუსეთში გაიზარდა და მატებამ 31.1% შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით გადაზიდვები როგორც იანვარში, ისე თებერვალში გაიზარდა. ამასთან, უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნების ათეულიდან 3-ში ექსპორტი გაზრდილია, ხოლო 7-ში შემცირებული.
ქართული ღვინის TOP-10 საექსპორტო ქვეყანა:
- რუსეთი - $21 მლნ, 7 226 542 ლიტრი;
- პოლონეთი - $2.7 მლნ, 1 058 150 ლიტრი;
- უკრაინა - $1.4 მლნ, 504 670 ლიტრი;
- ჩინეთი - $1.1 მლნ, 418 555 ლიტრი;
- გერმანია - $996 ათასი, 220 444 ლიტრი;
- ლატვია - $755 ათასი, 201 593 ლიტრი;
- აშშ - $744 ათასი, 124 896 ლიტრი;
- ყაზახეთი - $480 ათასი, 150 952 ლიტრი;
- ლიეტუვა - $364 ათასი, 103 059 ლიტრი;
- ბელარუსი - $337 ათასი, 114 804 ლიტრი
ამ პერიოდში, საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 3.05 დოლარი იყო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის ანალოგიურია.




























