მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 წელზე მეტია, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვემსახურები - თამაზ ბორაშვილი

თამაზ ბორაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძემ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

როგორც ბორაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის 20 წელზე მეტია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.

„მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის. 20 წელზე მეტია, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვემსახურები, ჩემი არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებული პატივი იქნება ამ თანამდებობის დაკავება. პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, შევეცდები ორმაგი ენერგიით შევუდგე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და დიდი პატივი იქნება ჩემთვის ამ თანამდებობის დაკავება. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი ბატონ გეკა გელაძეს ღირსეული ხელმძღვანელობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და წარმატებას ვუსურვებ მას ახალ გამოწვევებში“, - განაცხადა თამაზ ბორაშვილმა.

ცნობისთვის, გელა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს სოციალურ ქსელში თავად დაწერა. თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას საბოლოოდ პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი. სუსის უფროსს საკანონმდებლო ორგანო 6 წლის ვადით ამტკიცებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები