მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

200 კგ „ჰეროინის“ შემოტანაში ბრალდებულ ირანის მოქალაქეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

 თბილისის საქალაქო სასამართლო

დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალების საქართველოში შემოტანის საქმეზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულმა ქვეყანაში 200 კილოგრამი „ჰეროინი“ შემოიტანა. გამოძიების მტკიცებით, ნარკოტიკის ღირებულება შავ ბაზარზე 50 მილიონ დოლარს აღემატება.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მხოლოდ დაქირავებული მძღოლი იყო და ტვირთზე ინფორმაცია არ ჰქონია. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ავტომობილი საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „წითელი ხიდიდან“ შემოვიდა. ავტომობილი შემდეგ ბულგარეთის მიმართულებით უნდა გაეგრძელებინა გზა.

გამოძიება მიმდინარეობს: 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - განსაკუთრებულად დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შემოტანა და ტრანზიტით გადაზიდვა, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს;
261-ე მუხლით - ფსიქოტროპული საშუალების შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები