მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200 სოფელი დაუსახლებელია, 40 სოფელში კი ერთი ადამიანი ცხოვრობს - აღწერის შედეგები

რაჭა მთა სოფელი

საქსტატმა საყოველთაო აღწერის დეტალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობის 37.5% ცხოვრობდა სოფლებში, შედარებისთვის 2014 წლის აღწერის თანახმად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წილი 42.8% იყო. ანგარიშის თანახმად, საქართველოში სულ 3,617 სოფელია, თუმცა აქედან 200 სოფელი დაუსახლებელია, ასევე არაერთ სოფელში სულ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, მაგალითად, 1 მუდმივი მოსახლე ჰყავს 40 სოფელს, ორი მოსახლე 42 სოფელს, 3 მოსახლე კი 31 სოფელს.

ყველაზე მცირე მოსახლეობის მქონე სოფლების რაოდენობა:

1 კაციანი 40 სოფელი
2 კაციანი 42 სოფელი
3 კაციანი 31 სოფელი
4 კაციანი 29 სოფელი
5 კაციანი 32 სოფელი
6 კაციანი 21 სოფელი
7 კაციანი 24 სოფელი
8 კაციანი 26 სოფელი
9 კაციანი 11 სოფელი
10 კაციანი 22 სოფელი.

რაც შეეხება ყველაზე დიდ სოფლებს, სტატისტიკის თანახმად, ესაა სოფელი დიღომი, რომელიც თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს, თუმცა იურიდიულად კვლავ სოფლის სტატუსი აქვს. სოფელ დიღმის მოსახლეობა 22,136-ს შეადგენს. მაგრამ, ის ფაქტობრივად ქალაქ თბილისის ერთ-ერთ უბანს წარმოადგენს და ის ვაშლიჯვარსა და დიდ დიღომს შორის მდებარეობს.

მოსახლეობის რიცხოვნობით მეორე ადგილზეა სადახლო, რომელსაც 10,032 მაცხოვრებელი ჰყავს. მესამე ადგილზეა ყიზილ-აჯლო 8,855 მაცხოვრებლით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები