მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2012 წლიდან საქართველომ საფრანგეთისგან €945 მილიონის საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერა მიიღო - საელჩო

საფრანგეთი საქართველო

2012 წლიდან საქართველომ საფრანგეთისგან 945 მილიონი ევროს საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. შესაბამის ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცების საპირისპიროდ, რომ საქართველო საფრანგეთისგან პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას არ იღებს, საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი, 724 მილიონი ევრო, საბიუჯეტო სესხებია.

უფრო დეტალურად, 945 მილიონი ევრო ასე ნაწილდება:

  • ენერგეტიკა - 415 მლნ ევრო;
  • სოციალური დაცვა - 201 მლნ ევრო;
  • კერძო სექტორი - 185 მლნ ევრო;
  • სასმელი წყალი და წყალარინები - 95 მლნ ევრო;
  • სარწყავი სისტემა - 49 მლნ ევრო.

საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დღეს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მან განაცხადა, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადება „აბსოლუტური სიმართლეა“ და საქართველოს საფრანგეთისგან პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება არასდროს მიუღია. ირაკლი კობახიძის შეფასებით, არ არის სწორი საელჩოს მიერ არასაბიუჯეტო დახმარებებზე ინფორმაციის გამოქვეყნება, რადგან საუბარი საბიუჯეტო დახმარებებს შეეხებოდა.

შეგახსენებთ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, დროებით შეაჩეროს პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და გააძლიეროს დახმარება სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მიმართ. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შედეგია. სწორედ ელჩის ამ განცხადებაზე კომენტირებისას თქვა შალვა პაპუაშვილმა, რომ საქართველო საფრანგეთისგან პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას არ იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები