მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2012 წლის მერე არის 66%-იანი ფასების ზრდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელია" - პრემიერი

მთავრობა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით საქართველოში 2012 წლიდან დღემდე ინფლაციის მაჩვენებელი 66%-ია, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

დღეს, მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა ასევე იმ კრიზისებზე ისაუბრა, რომლებიც ბოლო 12 წელში საქართველომ გაიარა და რამაც მისი თქმით, ინფლაცია განაპირობა.

"საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს სამომხმარებლო ფასების ინდექსს, როლის მიხედვითაც, არის 66% ზრდა 2012 წელთან შედარებით. სინამდვილეში, 2012 წლის მერე არის 66%-იანი ფასების ზრდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელია, თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ იმ მონაცემებს, რომელიც არის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირში და აშშ-ში.

შეგახსენებთ, ამ დროის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ ორი მნიშვნელოვანი კრიზისი, ერთი ეს იყო სავალუტო და ეკონომიკური კრიზისი,რომელიც დაემთხვა უკრაინის პირველ ომს. მაშინ იყო, ინფლაციისა და დევალვაციის მაღალი მაჩვენებელი და მეორე ეს იყო კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი, როცა დაფიქსირდა ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მთელს მსოფლიოში. ჩვენ მოვახერხეთ და ამ ყველაფრის მიუხედავად შევინარჩუნეთ ერთ-ერთი საუკეთესო 66%-იანი მაჩვენებელი. მონაცემები კი, რომელიც ქვეყნდება თავისთავად არის მანიპულაციური" - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები