მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2015 წლის შემდეგ პირველად BMW–მ გაყიდვებით, Mercedes–ს გადაუსწრო – Forbes

61e3cf7bdfaf2
მარიამ ადამია
16.01.22 23:00
3381

პირველად 2015 წლის შემდეგ BMW–მ ავტომობილის გაყიდვების მაჩვენებლით Mercedes–ს გადაასწრო და პრემიუმ კლასის ავტომობილების გაყიდვის კუთხით, მსოფლიო ლიდერის პოზიცია დაიკავა. აღნიშნული 2020 წელს, პანდემიის გამო შემცირებული გაყიდვების შემდეგ კომპანიისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა.

2021 წელს BMW–ს ჯგუფმა გლობალურ ბაზარს 2,213,795 მანქანა მიაწოდა, რაც 9,1%-ით მეტია, წინა წელთან შედარებით. Daimler-ის მონაცემებით კი, 2021 წელს 2 093 476 მერსედესი გაიყიდა, რაც 5%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებლებზე. 

შედარებისთვის, Porsche-ის გაყიდვები, რომელიც Volkswagen-ის ბრენდის ქვეშ ერთიანდება, 11%-ით გაიზარდა და 301 915 ერთეული შეადგინა. 

BMW პარალელურად აფართოვებს ელექტრო მოდელებსაც – ბრენდმა 2021 წელს ამ კუთხითაც გააორმაგა მაჩვენებლები და 103 855 ელექტრომობილი გაყიდა. 

ბატარეებზე მომუშავე ელექტრო-მანქანების გაყიდვები უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ამიტომაც ერთ წელიწადში გაორმაგდა და 103,855 ერთეულს მიაღწია. 

რაც შეეხება Mercedes-Benz-ს, ბრენდმა 2021 წელს მსოფლიო ბაზრისთვის 227,458 ჰიბრიდული და ელექტრო მსუბუქი ავტომობილი აწარმოა, რაც 69,3%-ით მეტია, თუმცა გაიყიდა მხოლოდ  48 936 Mercedes-EQ ელექტრომობილი.

Forbes-ის ინფორმაციით, BMW-მ 2020 წელს გაყიდვების შემცირების მიუხედავად ნაწილები შეიძინა, რაც 2021 წელს გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა წარმოების კუთხით და აჯობა კუნკურენტებს, რომელბიც შეფერხდნენ ავტო-ნაწილების დეფიციტის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები